17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
საქართველო დაჯდება ნებისმიერ ფორმატში, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან იქნება შეთანხმებული - თალაკვაძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე ქუთაისიდან გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით,  "ქართულ ოცნებას" რუსეთთან მიმართებით პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა აქვს.

"არ დავუშვებთ, რომ საქართველო პროვოკაციაში იყოს ჩათრეული და არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკის და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა.

როგორც იცით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია, მხოლოდ მშვიდობიანი გზით, პოზიციის  პრინციპულად დაცვით არის შესაძლებელი, ეს პროცესი მომავალში განვითარდეს," - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები