18 მაისი 2024,   18:49
ვრცლად
ფონიჭალაში ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა

ფონიჭალაში ავტომობილი კლდიდან გადმოვარდა. მომხდარი "კურიერს" შს სამინისტროში დაუდასტურეს. შემთხვევის დროს ავტომობილში ახალგაზდა ქალი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თვითმხილველების თქმით, მძღოლმა მობრუნების დროს საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ის  სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება პოლიციამ 276-მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. ამ დროისათვის ავტომობილის მძღოლი სახლში მკურნალობს.

დღის ამბები