17 მაისი 2024,   11:14
ვრცლად
"დაპირისპირება დეპუტატებს შორის აზიანებს პარლამენტის იმიჯს"- თალაკვაძე ზარდიაშვილი-ბესელიას დაპირისპირებაზე

„ჩემთვის მიუღებელია ნებისმერი სახის აგრესია და ასეთი ტიპის დაპირისპირება პარლამენტში,“ - ამის შესახებ  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბესელია-ზარდიშვილის დაპირისპირების შესახებ განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარე  ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს იმიჯს აზიანებს.

"ვფიქრობ, რომ ეს აზიანებს პარლამენტის იმიჯს და მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით არის ცუდი და ნეგატიური მაგალითი. სამწუხაროა, რომ ასეთი რამ მოხდა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ასეთი დაპირისპირება პარლამენტში აღარ განმეორედეს,"-განაცხადა არჩილ თალკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე უპასუხა ეკა ბესელიიას განცხადებას, თითქოს ბიძინა ივანიშვილი  ხუთკაციანი სიის გაყვანას სთხოვდა. კითხვაზე - სჯერა თუ არა პარლამენტის თავმჯდომარეს ამ განცხადების და რამდენად შესაძლებელია, რომ ეს მომავალში განმეორდეს, თალაკვაძე პასუხობს, რომ თუკი მსგავსი შეხვედრა შედგა, ამაზე განმარტება იმ ადამიანმა გააკეთოს, ვინც მას ესწრებოდა.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, გარემოებას, რომელზეც საუბრობს ქალბატონი ეკა თუ სხვა დეპუტატი, ამაზე კომენტარის გაკეთება არის მათი პრეროგატივა, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თუ ასეთი შეხვედრა შედგა. ნახეთ, რომ თამარ ჩუგოშვილმა ამომწურავი პასუხი გასცა ამ განცხადებებს. რაც შეეხება გარანტიას,  ამის გარანტია არის კანონი და თუ ადევნებდით თვალს ბოლო სხდომას, ნახავდით, რომ ბევრი არაკომფორტული კითხვა დაისვა, რაც არის გარანტია, რომ მივიღებთ გადწყვეტილებებს დემოკრატიული და გამჭვირვალე წესით," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები