17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
მკვლელობა ზუგდიდში - სასაფლაოზე ძმამ ძმა მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის სასაფლაოზე ძმამ ძმა მოკლა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 41 წლის მამაკაცს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენეს. გამოძიების ცნობით, მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოება გახდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა და დაკავებულია 36 წლის მამაკაცი.   დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დაკავებული ბრალს აღიარებს.

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები