17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
"არ შეიძლება საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა და ჩაკეტილი იყოს თავის თავში"- პრეზიდენტი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტი ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრას 2 დღის შემდეგ გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ არ შეიძლება, საქართველომ არ სცადოს დიალოგის გზა რუსეთთან და იყოს ჩაკეტილი საკუთარ თავში. გაეროში ვიზიტის შეჯამებისას პრეზიდენტი აქცენტს პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და რუსეთის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრის შეფასებებზე აკეთებს.

"არსებობს ორი გზა, ერთი არის ომის და სამხედრო გზა, რომელზეც ჩვენ უარი ვთქვით, მეორე არის დიალოგის და დიპლომატიის. არ შეიძლება, რომ საქართველომ არ სცადოს ეს გზა და იყოს ჩაკეტილი თავის თავში. ჩვენ ვართ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, მაგრამ ჩვენ რომ გავჩერდეთ და იზოლაციაში და გაჩერებულ მდგომარეობაში ვიყოთ სწორი არ არის,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები