17 მაისი 2024,   08:58
ვრცლად
"არავის მიმართ ჩვენ არა ვართ ფობი" - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა, ქვეყანაში არსებულ რუსოფობიურ განწყობებთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა და არა ფობიები:

"რუსოფობიური განწყობები არ არის საქართველოში, არასოდეს არსებობდა და ეს იყო ერთ-ერთი ჩემი აქ და ყველგან სადაც გამოვდივარ, რომ ჩვენი მთავარი, რაც შეიძლება მოვუტანოთ მსოფლიოს, ეს არის ჩვენი შემწყნარებლობა, ტოლერანტობა, არავის მიმართ ჩვენ არა ვართ ფობი. დანარჩენი არის პოლიტიკური დაძაბულობა, რომელიც აშკარად არსებობს ორ ქვეყანას შორის და როგორ იქნება სხვანაირად, როცა შენი ქვეყანა ოკუპირებულია და ამაზე უნდა მუშაობა,"- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები