17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
შერჩევითი სამართალი - სპეცრაზმელის გათავისუფლებას "სირცხვილიას" წევრები სასამართლოსთან გააპროტესტებენ

20 ივნისის აქციის დაშლის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გათავისუფლებას დღეს საქალაქო სასამართლოსთან გააპროტესტებენ. გასაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი, ლევან იმერლიშვილი საპატიმროდან ჯანმრთელობის გაუარესების საბაბით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

გადაწყვეტილების გამო მოსამართლეს მიკერძოებულობაში ადანაშაულებენ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები. პარალელურად, აქტივისტები 20 ივნისის აქციის მონაწილეების საპატიმროში დარჩენას აპროტესტებენ, რომელთაგან ორის, ლევან ჯიქურისა და ბესიკ თამლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უკიდურესად დამძიმდა.

აქცია ”სირცხვილიას” ერთ-ერთი ორგანიზატორის სოფო კუჭავას თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არის ორმაგი სტანდარტის მაჩვენებელი და შერჩევითი სამართალი და სწორედ ამას გააპროტესტებენ სასამართლოსთან.

მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლები, დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები და ადვოკატები საქალაქო სასამართლოსთან 2 საათზე შეიკრიბებიან.

დღის ამბები