18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი თორნიკე შენგელიას შთამბეჭდავი თამაშით დაიწყო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატი თორნიკე შენგელიას შთამბეჭდავი თამაშით დაიწყო. "ბასკონიამ" პირველ ტურში "ესტუდიანტესს" უმასპინძლა და მეტოქე 23 ქულის სხვაობით, 105:82 დაამარცხა. მასპინძლები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ.

ვიტორიელებმა 4-დან 3 მეოთხედი მოიგეს. საუკეთესო მოთამაშედ თორნიკე შენგელია აღიარეს, რომელმაც 19 ქულა, 5 მოხსნა და 3 გადაცემა დააგროვა. მან 11-დან 7 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო გამოიყენა. შენგელიამ 5-დან 4-ჯერ ბურთი საკუთარ ფარზე მოხსნა. სატურნირო ცხრილში "ბასკონია" პირველ ადგილზე იმყოფება. ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მეორე ტური 29 სექტემბერს გაიმართება, "ბასკონია" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდება.

დღის ამბები