17 მაისი 2024,   17:23
ვრცლად
რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში "სამხედრო ქალაქების" მომსახურებაზე 287,9 მლნ რუბლს დახარჯავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განთავსებული "სამხედრო ქალაქების" მომსახურებაზე  287,9 მილიონ რუბლს დახარჯავს. ამის შესახებ საუბარია რუსეთის სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაა განთავსებული. 2019-2020 წლების განმავლობაში "სამხედრო ქალაქების" მომსახურებაზე დახურული აუქციონი ჩატარდება.

დღის ამბები