23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
"სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა?" - დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე 

საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე მივიდა 20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული ლევან ჯიქურის მეუღლე. მოქალაქეები 20 ივნისის საქმეზე დაკავებული სპეცრაზმელის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებენ.

მარიამ სარქისიანი აცხადებს, რომ თუკი სპეცრაზმელის გათავისუფლება, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შესაძლებელია, აინტერესებს, რატომ არ ათავისუფლებენ მის მეუღლეს, რომელსაც ასევე მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს.

მარიამ სარქისიანი მოითხოვს, რომ ლევან ჯიქურიც გაათავისუფლონ.

„მე აქ იმიტომ მოვედი, რომ კითხვა მაქვს ასეთი. სპეცრაზმელის გამოშვება თუ შეიძლება, ჩემმა ქმარმა რა დააშავა? მას აქვს ცენტრალური ნერვის დაზიანება, რამაც ნერვიულობის ნიადაგზე გამოიწვია ხელ-ფეხის გაკავება. ლევანს არ უშვებენ ციხიდან, მიუხედავად იმისა ეტლში მჯდომარეა და არ ითვალისწინებენ ამ ყველაფერს" - აცხადებს მარიამ სარქისიანი. 

დღის ამბები