19 მაისი 2024,   00:06
ვრცლად
სტიქია ქუთაისში - საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასამდე ზარი შევიდა

სტიქიით გამოწვეულ ზარალს ითვლიან ქუთაისში. უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, წყალი შევიდა სახლებში, საავადმყოფოში, სასტუმროსა და მაღაზიებში. წყალმა  მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.

ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, შესაბამისი სამსახურების მიერ დროული რეაგირება არ ხდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურში ქალაქიდან ასამდე გამოძახება შევიდა.  ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მერია ყველა ოჯახის პრობლემას ადგილზე გაეცნობა, დაითვლიან ზარალს.

მისი თქმით, ქალაქში სანიაღვრეების და  საკანალიზაციო სისტემის პრობლემა წლებია არსებობს და ამ პრობლემის გადასაჭრელად სამუშაოები მიმდინარეობს.

 

დღის ამბები