17 მაისი 2024,   11:12
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ჩ. საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი 10 აბი აღმოაჩნდა.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს და 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები