19 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხნეს. მორის მაჩალიკაშვილი  21 ივნისის აქციების შემდეგ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას თავად ოჯახი ავრცელებს. მათი განცხადებით, დახმარებას 2007 წლიდან იღებდნენ, მას შემდეგ კი, რაც საპროტესტო აქციებზე მორის მაჩალიკაშვილიც გამოჩნდა, სახელმწიფომ შემწეობა გაურკვეველი მიზეზების გამო შეუწყვიტა.

ოჯახის ოთხი წევრიდან ერთი არასრულწლოვანია, ერთი პატიმარი, დედ-მამა კი უმუშევრები, ამიტომ შემწეობა მათი არსებობის ერთადერთი საშუალება იყო.

დღის ამბები