17 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
"პენსია წამლისთვის არ გვყოფნის" - დავით ბაქრაძემ პენსიონერების პრობლემები მოისმინა

"ევროპული საქართველოს" ლიდერი დავით ბაქრაძე სამეგრელოში,  მარტვილის რაიონში, პენსიონერებს შეხვდა. პენსიონერებმა მთავარ პრობლემად საპენსიო თანხის სიმცირე და წინასწარ აღებული კრედიტები დაასახელეს.

როგორც შეხვედრაზე პენსიონერებმა აღნიშნეს, თანხა არც წამალზე და არც საკვებზე არ ჰყოფნით. დავით ბაქრაძის განცხადებით, "ევროპული საქართველო" შემოდგომაზე საპენსიო რეფორმის ახალ მოდელს წარადგენს.

"შემოდგომაზე "ევროპული საქართველო" წარმოადგენს საპენსიო რეფორმის ახალ გეგმას, სადაც გათვალისწინებული იქნება როგორც ნებაყოფლობით დაგროვებით პენსიაზე გადასვლა, ასევე, დღევანდელი პენსიონერების პენსიის შემდგომი, ნახტომისებური ზრდაც," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები