01 ივნისი 2024,   16:25
ვრცლად
საუდის არაბეთში მეფე სალმანის პირადი მცველი მოკლეს

საუდის არაბეთში მეფის პირადი მცველი მოკლეს. მეფე სალმანის დაცვის წევრს თავისი  მეგობრის სახლში იარაღი ესროლეს.

არსებობს ვერსია, რომ სტუმრად მისულ მამაკაცს შელაპარაკება მოუვიდა ერთ-ერთ სტუმართან, რომელმაც სროლა დაიწყო. დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, ყველაზე მძიმედ დაჭრილი იყო მეფის მცველი, რომელიც საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

დღის ამბები