ეკა ბესელიას დღეს გენერალურ პროკურატურაში ელოდებიან. დეპუტატის მთავარ საგამოძიებო უწყებაში დაბარება, რადენიმე დღის წინ, თავად ბესელიას განცხადებებს უკავშირდება. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ჩანაწერებთან მიმართებით წეზოლასა და შანტაჟზე.
პარალელურად, ეკა ბესელია საგამოძიებო უწყებისთვის, ყოფილი თანაგუნდელების შესახებაც აპირებს ინფომრაციის მიწოდებას. მისი მტკიცებით, უმრავლესობის წევრები, მათ შორის ვანო ზარდიაშვილი და დავით მათიკაშვილი უფლებამოსილებას ბოროტად იყენებენ.