17 მაისი 2024,   07:36
ვრცლად
"ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე, ხელისუფლება გამოძიებასთან სრულფასოვნად არ თანამშრომლობს"- "ევროპული საქართველო"

ზელიმხან ხანგოშვილის ბერლინში მკვლელობის საქმეზე საქართველო გამოძიების ვალდებულებებს არასათანადოდ ასრულებს - განცხადებას "ევროპული საქართველო" აკეთებს. მათი ინფორმაციით, ხელისუფლება გამოძიებასთან სრულფასოვნად არ თანამშრომლობს.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ამ ინფორმაციას კიდევ უფრო დამაჯერებელს ხდის ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე არანაირი საჯარო რეაქცია არ ყოფილა. "ევროპული საქართველო" მთავრობის დუმილის გამო შეშფოთებას გამოხატავს.

თბილისში მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის გამოუძიებლობისა დაუცველობის მოტივით ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო 2015 წელს დატოვა.

დღის ამბები