17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
"შეხვედრის ინიციატორის შესახებ ლავროვის ვერსია უფრო სარწმუნოა, ვიდრე ზალკალიანის" - გიორგი კანდელაკი

საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატორის ვინაობა კვლავ აქტუალური თემაა. პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანს გიორგი კანდელაკს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ვერსიის უფრო სჯერა, სადაც შეხვედრის ინიციატორი არა შვეიცარია, არამედ ქართული მხარეა.

"შეხვედრაში არაა პრობლემა, მტერსაც უნდა ელაპარაკო და დიალოგი უნდა აწარმოო. ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც შედგა ეს შეხვედრა, არ უწყობს ხელს ჩვენი ოკუპაციის პრობლემის აქტუალიზაციას. რაც შეეხება შეხვედრის ინიციატივას, გავრილოვის ღამე რომ იყო, მაგაზეც ამბობდა ქართული ოცნება, რომ ძალით დაჯდა სკამზე და ძალით შემოიჭრა სხდომათა დარბაზშიო, რაზეც გავრილოვმა თქვა, რომ ორი წელი გვეხვეწებოდნენ და გვემუდარებოდნენო. ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ლავროვის ვერსია უფრო სარწმუნოა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის,"- განაცხადა კანდელაკმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა შეხვედრის ინიციატორებზე საუბრისას თავდაპირველ, ოფიციალურ ვერსიას ავრცელებს და აცხადებს, რომ შეხვედრა შვეიცარულმა მხარემ დააორგანიზა.  

დღის ამბები