19 მაისი 2024,   06:53
ვრცლად
საქართველოში ეკონომიკა აგვისტოში 5.8%-ით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახური ეკონომიკის ზრდის პარამეტრებს აქვეყნებს.
 
საქართველოში, წინასწარი შეფასებით, ეკონომიკა აგვისტოში 5.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის პირველი რვა თვის საშუალო ზრდა 5.0 პროცენტია.
 
"საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, გაზრდილია როგორც მშენებლობის, ასევე ტრანსპორტის, კომუნალური და პერსონალური მომსახურების გაწევის დარგის მაჩვენებლები:
 
"საერთო მაჩვენებლის ზრდის მიუხედავად, კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობის დარგში, ასევე, ელექტროენერგიის, ბუნებრივი არის და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორში" - განაცხადა თოდრაძემ.
დღის ამბები