17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
ყველაზე დიდი წილი 2020 წლის ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ყველაზე დიდი წილი 2020 წლის ბიუჯეტიდან კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, 2020 წელს ქუთაისისა და ხაშურის შემოვლითი გზები გაიხსნება, რეგიონებში ყველა მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გაგრძელდება.

"2020 წელს გავაგრძელებთ და აქტიურ ფაზაში არის შესული როგორც რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი, ასევე ქვეშეთი-კობის, ასევე სხვა საერთაშორისო მაგისტრალების მონაკვეთები. ჩვენ 2020 წელს შევძლებთ ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნას, ასევე ხაშურის შემოვლით გზას, სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთს და რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ყველა იმ მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას, რომელიც რეგიონებში ასე სჭირდება ჩვენს მოსახლეობას, დაახლოებით ეს არის 600 კილომეტრი გზების," - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რიგგარეშე მთავრობის სხდომაზე დღეს მთავარი თემა 2020 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტის განხილვა იყო.

დღის ამბები