17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია იხსნება

საქართველოს დელეგაცია, თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, სტრასბურგში იმყოფება.

ქართული მხარე კონსულტაციებს გამართავს უკრაინასთან, პოლონეთთან და ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, თუ რა ფორმით მიმართავენ ევროსაბჭოს რუსეთის დელეგაციის დაბრუნების წინააღმდეგი ქვეყნები.

საქართველო და აღნიშნული სახელმწიფოები, პროტესტის ნიშნად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში აქცენტს გააკეთებენ იმ პრობლემებზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მიმართ მოდის.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, მიმდინარე წელს კი რუსეთის ფედერაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმათა უმრავლესობით დაბრუნდა. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა საქართველომ. წინააღმდეგ ხმა მისცეს უკრაინის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთისა და შვედეთის დელეგაციებმაც.

დღის ამბები