17 მაისი 2024,   10:52
ვრცლად
"ლავროვთან შეხვედრის მთავარი თემა სწორედ დეოკუპაციის საკითხი იყო" - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

ოპოზიცია საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს საკომიტეტო ფორმატში იბარებს და განმარტებებს სთხოვს იმის თაობაზე, თუ ვისი ინიციატივით შედგა შეხვედრა რუსეთის მთავარ დიპლომატთან, სერგეი ლავროვთან. ოპოზიციისთვის პასუხგაუცემელია კითხვაც, იყო თუ არა შეხვედრის მთავარი თემა ოკუპაცია.

თემაზე, ცოტა ხნის წინ, განმარტებები გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, რომელიც შეხვედრის ინიციატორად კვლავ შვეიცარულ მხარეს ასახელებს. თოთლაძემ განმარტა, რომ შეხვედრაზე ყველა ის მტკივნეული საკითხი განიხილეს, რომელიც დღის წესრიგში მუდმივად დგას. მისი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სწორედ დეოკუპაციის საკითხი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 26 სექტემბერს, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 11 წლის შემდეგ  საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. პირველი კონტაქტი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შედგა.

დღის ამბები