17 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
არაჯანსაღი აჟიოტაჟი თუ ლეგიტიმური კითხვები - რა ფორმატში მივა ზალკალიანი პარლამენტში    

ოპოზიციას საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის საკომიტეტო ფორმატში პარლამენტში დაბარება სურს. უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრი პარლამენტში მხოლოდ "მინისტრის საათის" ფორმატში მივა. 

პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას ზალკალიანისთვის მწვავე კითხვების არიდება სურს. გოცირიძის შეფასებით, ზალკალიანმა ამ შეხვედრით ქვეყანა სამარცხვინო მდგომარეობაში ჩააგდო. გოცირიძე მიიჩნევს, რომ რუსეთ-საქართველოს საგარეო უწყებების მინისტრების შეხვედრით საქართველო რუსეთთან ყველანაირ დათმობაზე წავიდა.

ქვეყნის სამარცხვინო მდგომარეობაში ჩაგდებაზე საუბრობს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" თავმჯდომარე დავით ბაქრაძეც. ბაქრაძის შეფასებით, ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შემდეგ ლავროვმა ზალკალიანს და მთელ ქვეყანას დასცინა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ლეგიტიმურ და მძიმე კითხვებს აჩენს, რაზე პასუხის გაცემაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ცქიტიშვილი ოპოზიციის შეფასებას "არაჯანსაღ აჟიოტაჟად" მიიჩნევს. ცქიტიშვილის თქმით, ეს თემა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხია, რაზე საუბრის დროსაც მეტი თავდაჭერა გვმართებს.

დღის ამბები