23 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
შემზარავი ფაქტი შიდა ქართლში - 75 წლის მამაკაცი 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებაშია ბრალდებული

შემზარავი ფაქტი შიდა ქართლში - 75 წლის მამაკაცი 5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედებაშია ბრალდებული. ბავშვთან გარყვნილი ქმედება 75 წლის მამაკაცმა მისი 3 წლის დის თვალწინ ჩაიდინა. ფაქტი გაუხმაურებელი დარჩებოდა, რომ არა ბავშვების დედა, რომელიც სახლში შევიდა და მცირეწლოვანზე სექსუალური ხასიათის ქმედების ფაქტს შეესწრო. 

მეზობლის მცირეწლოვან ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტის გახმაურებიდან მალევე, 75 წლის მამაკაცი პოლიციამ დააკავა. დაიკითხა 5 წლის გოგონა, რომელმაც გამომძიებლებს მოუყვა, თუ როგორ სჩადიოდა მის მიმართ მეზობელი მამაკაცი სექსუალური ხასიათის ქმედებას იმ დროს, როდესაც სახლში არავინ იყო და ბავშვები მეზობელთან სათამაშოდ გადადიოდნენ. ცნობილია ისიც, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაზარალებულების ოჯახში 3 კვირის წინ მომხდარ ტრაგედიაზე საუბარი არ სურთ.

მომხდარზე საუბარს არ გაურბიან ბრალდებულის ოჯახში. "კურიერს" დაკავებული 75 წლის მამაკაცის მეუღლემ განუცხადა, რომ ფაქტის შესახებ სასამართლო სხდომაზე თავად დაკავებული ილაპარაკებს. 

მომხდარი ფაქტის შემდეგ, დაზარალებულმა ოჯახმა შიდა ქართლში მდებარე სოფელი დატოვა და საცხოვრებლად ერთ-ერთ ქალაქში გადავიდა. როგორც საქმის პროკურორი "კურიერს" უყვება, 75 წლის მამაკაცი მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას რამდენიმე თვის განმავლობაში სჩადიოდა.

5 წლის გოგონას მიმართ გარყვნილი ქმედების გამო დაკავებულის სასამართლო პროცესი 2 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: იზო ჩუბინიძე 

 

დღის ამბები