17 მაისი 2024,   13:12
ვრცლად
დონალდ ტრამპმა ავღანეთში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესთან ერთად იმღერა

დონალდ ტრამპმა სამხედრო ცერემონიის დროს ავღანეთში დაჭრილ სამხედრო მოსამსახურესთან ლუის ავილასთან ერთად იმღერა.

სამხედრო ავღანეთში 2011 წელს მძიმედ დაიჭრა, როდესაც ასაფეთქებელი მოწყობილობა მისი ავტომობილის ქვეშ აფეთქდა.

არლინგტონის ბაზაზე გამართული საზეიმო ცერემონია აშშ-ს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსად გენერალ მარკ მილის დანიშვნას ეძღვნებოდა. მარკ მილიმ აღნიშნულ პოსტზე გენერალი ჯოზეფ დენფორდი შეცვალა.

დღის ამბები