17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
იტალიის პოლიციამ ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავა

იტალიის პოლიციამ ბინების ქურდობაში ეჭვმიტანილი 2 ქართველი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა დანაშაული ივლისში ჩაიდინეს.

მათ ქალაქ ტრიესტეში სახლებიდან  133 000 ევროს ღირებულების ძვირფასეულობა წაიღეს. დაკავებულები 25 წლამდე ახალგაზრდები არიან.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩაატარა, საიდანაც სამხილები ამოიღეს. სამართალდამცველებმა მეორე ეჭვმიტანილი რომის აეროპორტში აიყვანეს. მძარცველთა ჯგუფის მესამე წევრი კი იძებნება.

დღის ამბები