17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
ტაივანში ხიდის ჩანგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

ტაივანში ხიდის ჩანგრევის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა. მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. ინციდენტი ქალაქ სუაოს პორტის ტერიტორიაზე მოხდა, როდესაც ხიდზე ნავთობი გადაჰქონდათ. შემთხვევის დროს ჩამონგრეული ხიდი ნავებს დაეცა, სადაც მეთევზეები იმყოფებოდნენ.

რამდენიმე ადამიანის გადასარჩენად სამაშველო ოპერაცია ისევ გრძელდება. ოპერაციაში სამხედროები და საზღვაო ქვეითებიც არიან ჩართული.

დღის ამბები