17 მაისი 2024,   15:57
ვრცლად
ჰონგ-კონგში დემოსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა

ჰონგ-კონგში დემოსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა. დაჭრილია მოზარდი, ის კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰონგ-კონგში დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები დღესაც შეტაკებებში გადაიზარდა.

პოლიცია მომიტინგეების დაშლას ცრემლსადენი გაზით, წყლის ჭავლის და რეზინის ტყვიების საშუალებით ცდილობს. შეტაკებების დროს დაზარალდნენ ჟურნალისტები. სამართალდამცავებმა 51 პირი ე. წ. მოლოტოვის კოქტეილების დამზადების ბრალდებით დააკავეს.

შეტაკებები ჰონგ კონგში ჩინეთის კომუნისტური მმართველობის 70 წლისთავის დღესასწაულის აღნიშვნის პარალელურად მიდის.

დღის ამბები