26 აპრილი 2024,   14:33
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადი ევროპულ სასამართლოს ივნისში წარედგინა. მოსარჩელეები  ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სამი მუხლის დარღვევას აპროტესტებენ, რომელთა შორის არის სიცოცხლის უფლება, წამებისა, და ღირსების შემლახავი მოპყრობის აკრძალვა,  უფლება ეფექტიან სამართლებრივ დაცვაზე.

მაჩალიკაშვილების ოჯახის მტკიცებით, 2017 წლის 26 დეკემბერს სოფელ დუისში სპეცოპერაციის ჩატარებისას თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ  გამოყენებული იქნა არაპროპორციული და გაუმართლებელი ლეტალური ძალა,  სახელმწიფომ კი ვერ უზრუნველყო ეფექტური გამოძიების წარმოება. მაჩალიკაშვილების ინტერესებს ევროპულ სასამართლოში EMC იცავს.

დღის ამბები