18 ივნისი 2024,   09:35
ვრცლად
ბაჩანა შენგელია ია კერზაიას საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ზუგდიდის ნომერ მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი საქართველოს ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართავს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით,  საქმე ოცდასამ  აგვისტოს შეწყდა, გამოთხოვილ მასალებში კი ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა, მაგალითად, ისეთი მოწმეები არ დაკითხეს, რომელთაც საქმეზე შესაძლო ინფორმაცია ქონდათ. ბაჩანა შენგელია 4 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვს.

"გაუქმდეს საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილება, განახლდეს სისხლის სამართლის გამოძიება, დაიკითხოს გიორგი გახარია როგორც  სავარაუდო დამნაშავე პირი ამ საქმეში, დაინიშნოს სამხარაულის ექსპერტიზა კალიგრაფიაზე უშუალოდ იმისთვის, რომ ის წერილები შედგენილია  განათლების სამინისტროში შიგნით და  რეალური ავტორი სინამდვილეში არ ჰყავს.და ბოლოს ამოღებულ იქნას ანძის დეტალური ამონაწერი რაც დაადასტურებს სატელეფონო კავშირს მიხეილ ბატიაშვილს და გიორგი გახარიას შორის,"- ამბობს ჟურნალისტებთან საუბრის დროს შენგელია.

დღის ამბები