18 ივნისი 2024,   18:00
ვრცლად
"ქვეყანა არ გამოდის გარეთ, ყველა დაშინებულია" - აქცია საქალაქო სასამართლოს ეზოში 

საქალაქო სასამართლოში, ზვიად კუპრავას, ასევე ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართა. სასამართლო პროცესები პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.  მათ შორის, დღეს გაიმართა "გამარჯვებულ საქართველოს" ლიდერის სასამართლო პროცესი, რომელიც 18 ოქტომბრამდე გადაიდო. 

საქალაქო სასამართლოს ეზოში მივიდნენ მოქალაქეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებულები დღეს პოლიტიპატიმრები არიან. 

დღესვე გაიამართა "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც 18 ოქტომბრამდე გადაიდო. 

"ირაკლი ოქრუაშვილი არის კონკრეტულად გავრილოვის ღამის პატიმარი... ჩვენ ვაპროტესტებთ, ვინც ვთვლით, რომ არის რეალურად, პოლიტიკური დევნილი. ბუნებრივია ყველას სოლიდარობას  ვუცხადებთ. ისინი არიან ბიძინა ივანიშვილის პირადი პოლიტპატირები" - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის "ახალგაზრდები ევროპული მომავლისათვის" თავმჯდომარემ, მანანა ანდღულაძემ.

საქალაქო სასამართლოს ეზოში მივიდა მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

"დასწყევლოს ყველა დიდმა ალაჰმა და ღმერთმა, ვინც დღეს მე ასე მისწორდება, ყველა ერთად. მე იმიტომ ვარ აქ, როგორც მე მექცევიან უსამართლოდ და აქ მყოფ ადამიანებს, მთელ ქვეყანას ექცევიან. უბრალოდ ქვეყანა არ გამოდის გარეთ, ყველა  დაშინებულია, კუჭის დონეზეა დაყვანილი. ხალხი მარტო იმას ფიქრობს, საღამოს რა მიიტანოს, როგორ დააპუროს თავისი შვილი. ამ დონემდეა მიყვანილი, ამიტომ დღეს ხალხის მართვა ძალიან იოლია" - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი. 

დღის ამბები