18 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
შტორმი პორტუგალიაში - ქარიშხალმა ინფრასტრუქტურა დააზიანა

ქარიშხალმა "ლორენცომ" პორტუგალიის აზორის კუნძულებზე ძლიერი ქარი და წვიმა გამოიწვია. ქარის სიჩქარემ საათში 155 კილომეტრი შეადგინა.

ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა. მოსახლეობის ნაწილს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია. შტორმი აზორის კუნძულებიდან ჩრდილოეთ ირლანდიისკენ მიემართება.

მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ირლანდიელებს გარეთ გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

დღის ამბები