18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
პერუში ავტოკატასტროფას 23 ადამიანი ემსხვერპლა

ავტოკატასტროფას პერუში 23 ადამიანი ემსხვერპლა.

ავარია კუსკოსა და პუერტო მალდო-ნადოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. სამგზავრო ავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

უბედური შემთხვევის დროს ტრანსპორტში 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები