18 მაისი 2024,   14:04
ვრცლად
წყნარ ოკეანეში 3 პირს ერთ ტონამდე კოკაინი გადაჰქონდა

კოლუმბიის სანაპიროს დაცვამ წყნარ ოკეანეში 3 ნარკორეალიზატორი დააკავა. სამართალდამცველების ყურადღება თავდაპირველად ოკეანეში მოტივტივე ფუთებმა მიიქცია, რომელიც, საბოლოოდ, კოკაინის აღმოჩნდა.

სანაპიროს დაცვის ინფორმაცით, ნარკორეალიზატორების ნავი, რითაც მათ ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდათ, ჩაიძირა. პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების საერთო რაოდენობა ტონას აღემატება.

დღის ამბები