18 მაისი 2024,   16:13
ვრცლად
სამხრეთ კორეაში ტაიფუნ "მიტაგს"" 6 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ კორეაში ტაიფუნი "მიტაგი" მძვინვარებს. ტაიფუნმა სამხრეთ კორეის ორ პროვინციაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. 

დატბორილია საცხოვრებელი სახლები და შენობები. პარალიზებულია სატრანპორტო მიმოსვლა.

მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ავიაკომპანიებმა 300-ზე მეტი რეისი გააუქმეს. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი. 

დღის ამბები