18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
FBI რუსულენოვან ინფორმატორებს ეძებს

ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო რუსულენოვან ინფორმატორებს ეძებს. FBI სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" რეკლამები განათავსა.

ერთ-ერთ მათგანზე ხიდზე მიმავალი ადამიანია გამოსახული რუსული წარწერით - "დროა აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები". მეორე რეკლამაში ჭადრაკის დაფაზე წერია -"გააკეთე შენი სვლა".

რეკლამას მომხმარებელი ამერიკის კონტრდაზვერვის ერთ-ერთი პროგრამის საიტზე გადაყავს, სადაც მოწოდებაა, დაეხმარონ FBI-ს ან აცნობონ საფრთხის შესახებ.

ფედერალური ბიუროს მიერ ინფორმაციის მოპოვების ამ საშუალებით "სიენენი" დაინტერესდა. 

 

დღის ამბები