17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა "ლელოს" მორიგი 12 ლიდერი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ მოძრაობა "ლელოს" კიდევ 12 ლიდერი წარადგინა. ახალ ლიდერებთან ერთად ლელოს დამფუძნებელმა ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. 

ხაზარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის განვითარებას ამუხრუჭებს და ნებისმიერ ადამიანს, საჯარო დებატებში იწვევს, ვინც ამ საკითხში მას არ ეთანხმება. ხაზარაძის თქმითვე, 2012 წელს იმედი ჰქონდა, რომ ქვეყანა წინ წავიდოდა, თუმცა როგორც თავად ამბობს, მისი იმედები არ გამართლდა. 

„ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან ასოცირება და ოცნებასთან ასოცირება, ოღონდ მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს, იმედი მქონდა, რომ რაღაც  წინ წავიდოდით. პრაქტიკულად, არამარტო ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, ხელის მუხრუჭიც ამოწია. ჩვენ უკან მივდივართ, ყველა პარამეტრით. ეს მინდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით და თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში. იგივე ბიძინა ივანიშვილს, ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით“ - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

დღის ამბები