17 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ერთჯერადი ამნისტია ტაქსის მძღოლებზე ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება

ერთჯერადი ამნისტია ტაქსის მძღოლებზე ყოფილ თანაგუნდელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ხდება. ის რამდენიმე მძღოლი, რომლებიც 1-ლ ოქტომბერს 200 ლარით დაჯარიმდა, სანქციისგან თავისუფლდება.

ამ მიზნით პარლამენტი ერთჯერად ამნისტიას გამოსცემს. განცხადება მამუკა მდინარაძემ გააკეთა, თუმცა დღეს დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ ეს მისი ინიციატივა იყო, რომელიც პრესკონფერენციაზე ერთი დღით ადრე გააჟღერა.  

„ჩვენ გუშინ მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, წერილი გავუგზავნეთ... დღეს ქართული ოცნების დეპუტატი მამუკა მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ერთჯერად ამნისტიის აქტს გამოსცემენ. ეს მოწოდება იყო პრემიერი-მინისტრის მიმართ ჩვენი მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო პროცედურას სჭირდება რამდენიმე ხანი, ჯერ კანონის დაინიცირება და შემდეგ კენჭისყრა, ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ მისი ერთჯერადი ბრძანებულების საფუძველზე გაუქმდეს შესაბამისად ის ჯარიმები,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

კომენტარი გააკეთა მამუკა მდინარაძემ და აღნიშნა, რომ ბექა ნაცვლიშვილის დღვანდელი განცხადების გამო გაკვირვებულია.

„მე ცოტა გაკვირვებული ვარ ბექას ამ განცხადებით. ბექას დავუდასტურებ, რომ ის ამზადებდა წერილს და არა საკანონმდებლო ინიციატივას და წერილის გაგზავნის შემდეგ, ამ პროცედურების გავლის შემდეგ, უნდა ყოფილიყო პასუხი, გადაწყვეტილება ან დადებითი ან უარყოფითი. რამდენიმე წუთში, ჩვენ მივიღეთ ძალიან მალე და მყისიერად დადებითი გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით, ისე რომ წერილს მსვლელობაც კი არ მიეცა და მალევე იყო გადაწყვეტილება. მისი იყოს, კი ბატონო, მთავარია საქმე გაკეთდეს,“ - დასძინა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები