02 ივნისი 2024,   03:37
ვრცლად
გოგი წულაიას განცხადებით, ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება

ქუთაისში მილიონობით ლარის ქონება ნადგურდება - ინფორმაციას პარტია "თავისუფალი საქართველო" ავრცელებს.

პარტიის თანათავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, ქალაქის მასშტაბით ასეულობით შენობაა მიტოვებული და უფუნქციო. წულაია მერიას უპასუხისმგებლობაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, არ ხდება ქონების გასხვისება და მიტოვებული შენობები საფრთხეს წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლოებისთვის. წულაიამ მორიგი ბრიფინგი ყოფილ  სასტუმრო "ქუთაისთან" გამართა.

დღის ამბები