18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
ანტისამთავრობო გამოსვლების გამო ერაყის ხელისუფლებამ ინტერნეტთან წვდომა შეზღუდა

ერაყში ანტისამთავრობო გამოსვლების გამო ინტერნეტთან წვდომა შეიზღუდა. ხელისუფლებამ  "ფეისბუქი", "ტვიტერი", "ინსტაგრამი" და "ვოთსაპი" დაბლოკა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე ერაყის ხელისუფლებამ კომენდანტის საათი დააწესა და სამთავრობო შენობებთან დამატებითი ძალები განალაგა.

ბოლო მონაცემებით, შეტაკების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით დაშავდა.

დემონსტრანტები ქვეყანაში კორუფციას, უმუშევრობას და არსებულ სოციალურ პირობებს აპროტესტებენ.

დღის ამბები