18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ზელენსკი თანახმაა დონბასსა და ლუგანსკს სპეციალური სტატუსი მიენიჭოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თანახმაა დონბასსა და ლუგანსკს სპეციალური სტატუსი მიენიჭოს, ზელენსკი ასევე თანახმაა, ამ ტერიტორიებზე არჩევნები ჩატარდეს.

ამ პუნქტებს ითვალისწინებს ე. წ. "შტაინმაიერის ფორმულა", რომელიც 2016 წელს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვოლტერ შტაინმაიერმა შესთავაზა მხარეებს.

ზელენსკი მიიჩნევს, რომ ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრის დანიშვნისათვის დაბრკოლებები აღარ არსებობს.

კიევში ზელენსკის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციებით შეხვდნენ. პეტრო პოროშენკომ "შტაინმაიერის ფორმულას" უკრაინის კაპიტულაცია უწოდა.  

დღის ამბები