17 მაისი 2024,   13:42
ვრცლად
"ევროპული საქართველო" პარლამენტში ფინანსთა მინისტრს იბარებს

"ევროპული საქართველო" პარლამენტში ფინანსთა მინისტრს იბარებს. ივანე მაჭავარიანთან ოპოზიციას მწვავე კითხვები აქვს ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე საბანკო რეგულაციებმა. 

"ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კითხვებს ასევე საპენსიო რეფორმაზეც სვამს.

"მნიშვნელოვანი არის, რომ მან ახლა უპასუხოს ჩვენს წერილს, მოვიდეს და საპარლამენტო კომიტეტის ფორმატში პასუხი გასცეს შეკითხვებს, რა განაპირობებს ლარის ასეთ გაუფასურებას. რის გამო არის, რომ ჩვენ ვერ ავითვისეთ უფრო შეღავათიანი, დაბალპროცენტიანი საგარეო ვალი, რომელიც მიმართული უნდა ყოფილიყო მსხვილ საინვესტიციო პროექტებზე და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სად არის ჩავარდნა, რატომ იზრდება საგარეო და საშინაო ვალი, რატომ არის ასეთი გაუთვლელი საპენსიო რეფორმა, რატომ არ აპირებს მთავრობა შეკვეცოს ბიუროკრატიული ხარჯი," – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილი

მინისტრის პოზიცია უცნობია. უმრავლესობა მაჭავარიანის პარლამენტში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს.

"ამ ახალი მექანიზმის ეფექტურობას ოპოზიცია, სამწუხაროდ, უკარგავს მნიშვნელობას იმიტომ, რომ ეს ყველა მექანიზმი ხდება მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაგროვების მექანიზმი და არა რეალური მსჯელობის ადგილი და ეს ძალიან ცუდია. ჩვენ როდესაც ვთქვით ჩვენი გუნდის შიგნითვე, რომ რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები უნდა მოხდეს, ამ პოზიციას ჩვენ ვიზიარებთ, თავიდანვე ვიზიარებდი. განსაკუთრებით იქ გარკვეული სეგმენტები უნდა გამოიყოს და იქ უნდა მოხვდეს. ამის დარეგულირებას და კომუნიკაციას ჩვენ ამ დაბარების გარეშეც შევძლებთ," - აცხადებს რომან კაკულია.

 

დღის ამბები