17 სექტემბერი 2026,   07:01
ვრცლად
ქურდობა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - წაღებულია 7 ახალი კომპიუტერი

ქურდობა გორის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში - ფხვენისის საჯარო სკოლის დირექტორის განცხადებით, ქურდმა რომელმაც შენობაში სავარაუდოდ ფანჯრიდან შეაღწია სკოლის კომპიუტერული ტექნიკა წაიღო. დირექტორის თქმით, კომპიუტერები სკოლას ახალი მიღებული ჰქონდა და მისი გამოყენება ვერც კი მოასწრეს. 

"დერეფანში, რომ შევედი, მინებით არის დერეფანი, იქიდან დავინახე, რომ კომპიუტერების ოთახის უკანა მხარეს ყუთები ეგდო. გავაღებინე მაშინვე კომპიუტერების ოთახი და რომ შევედი დამხვდა სიტუაცია, რომ 6 ახალი კომპიუტერი, რომელიც კოლოფებში გაუხსნელი იყო და ერთი ბუკი, ისიც გაუხსნელი იყო წაღებული. მაშინვე ვაცნობე პოლიციას, როგორც კი შევნიშნეთ ეს ფაქტი," - განაცხადა ლია ბეშკენაშვილმა

ფხვენისის სკოლაში მომხდარი ქურდობის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. წაღებულია 6 კომპიუტერი და 1 ბუკი. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები