13 მაისი 2024,   19:49
ვრცლად
ერაყში ანტისახელისუფლებო აქციები გრძელდება - 3 დღის განმავლობაში 20 ადამიანი დაიღუპა

ერაყში ანტისახელისუფლებო აქციები გრძელდება. დემონსტრანტები მთავრობას კორუფციაში ადანაშაულებენ. ბაღდადში კომენდანტის საათის გამოცხადების მიუხედავად დემონსტრაციები მაინც იმართება.

სამი დღის განმავლობაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია ასობით მოქალაქე. ერაყში პოლიცია პროტესტის ჩასაქრობად ცეცხლსასროლ იარაღსა და ცრემლსადენ გაზს იყენებს.

დღის ამბები