13 მაისი 2024,   06:39
ვრცლად
თვითმფრინავი, რომელიც სტამბოლში მიფრინავდა, ლვოვში ავარიულად დაეშვა - სავარაუდოდ არის მსხვერპლი

ლვოვის აეროპორტთან ახლოს სამხედრო თვითმფრინავმა АН-12-მა ავარიული დაშვება განახორციელა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, თვითმფრინავი ასაფრენი ზოლიდან  1,5 კმ-ს დაშორებით იქნა ნაპოვნი. ამ დროისთვის ეკიპაჟის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამასთან, ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იგორ ზინკევიჩი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. მისი ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.

როგორც უკრაინული მედია, ლვოვის აეროპორტზე დაყრდნობით წერს, თვითმფრინავი იტალიიდან თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიფრინავდა და ლვოვში საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა.

დღის ამბები