18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
გავრილოვის ვიზიტი საქართველოში - ქუცნაშვილი დუმილს არღვევს

ზაქარია ქუცნაშვილი დუმილს არღვევს. როგორც უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, 100 დღიანი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტსა და ამ ვიზიტის გამო დაწყებულ პროტესტზე ღიად ილაპარაკოს.

ქუცნაშვილი 20-21 ივნისის მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და განმარტავს, რომ კონკრეტულმა პარტიებმა ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით, მშვიდობიანი მოქალაქეები უსამართლოდ გამოიყენეს.

"ვფიქრობ ეს იყო საბაბი პოლიტიკური ოპოზიციის რევოლუციური გზით ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად, როგორც ეს მათ გააკეთეს ვარდების რევოლუციის დროს. მე გავავრცელე ოთხ ენაზე დღის წესრიგი სადაც ეწერა, რომ სხდომა უნდა გაეხსნა და წაეყვანა გენერალურ მდივანს,"-ამბობს ქუცნაშვილი.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ეს ყველაფერი შეთანხმებული ირაკლი კობახიძესთან ქუცნაშვილმა უპასუხა, რომ არ ჰგონია, ეს სცოდნოდა ირაკლი კობახიძეს.

დღის ამბები