18 მაისი 2024,   17:02
ვრცლად
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციის შედეგებზე ისაუბრა

გაერო-ში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე სიტყვით გამოვიდა. მან  იმ სირთულეებზე ისაუბრა, რასაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები აწყდებიან რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე.

რუსი დელეგატის საპასუხოდ, რომელმაც აფხაზეთი სუვერენულ სახელმწიფოდ მოიხსენია და საქართველოს ურჩია, ორმხრივ დისკუსიაში ჩაერთოს არსებული ჰუმანიტარული საკითხების გადასაწყვეტად, ესმა გუმბერიძემ მას შეახსენა, რომ საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების ოკუპაციის ფაქტი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. მისივე თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.

"კონფლიქტის რეგიონში მცხოვრები ადამიანები დაუძლეველ ბარიერებს აწყდებიან, მინდა მაგალითად ჩემი მეგობარი მოვიყვანო, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში, გალის რაიონში ცხოვრობს, მას არჩევანი არ ჰქონდა, არ ჰქონდა შესაძლებლობა თავის ენაზე ესწავლა. კონფლიქტის რეგიონებში ირღვევა ახალგაზრდების უფლებები, მათ შორის განათლების მიღების და თავისუფლად გადაადგილების,"- განაცხადა ესმა გუმბერიძემ გაეროში სიტყვით გამოსვლისას.

დღის ამბები