12 მაისი 2024,   18:52
ვრცლად
კურტ ვოლკერმა ამერიკელი დიპლომატებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაწერები გამოაქვეყნა

კურტ ვოლკერმა ამერიკელი დიპლომატებისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ დიპლომატები სთხოვდნენ ზელენსკის გაეკეთებინა ისეთი ღია განცხადება, რომელიც ტრამპს საარჩევნო კამპანიაში დაეხმარებოდა.

ვოლკერმა შესაბამისი დოკუმენტაცია კონგრესს წარუდგინა. მოსმენა დახურულ კარს მიღმა გაიმართა. კონგრესმენებს აინტერესებთ, ჰქონდა თუ არა ადგილი ზელენსკიზე ზეწოლას. ჩანაწერები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ვებგვერდზე განთავსდა.

დღის ამბები