18 მაისი 2024,   14:58
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისით დააჯილდოვა. ამ წუთებში ბათუმში სალომე ზურაბიშვილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს.

„საქართველოს მოსახლეობას კარგად ესმის და აფასებენ შედეგებს, თქვენი უწყვეტი მხარდაჭერისა. ჩვენი საერთო მიზანია უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო მსოფლიო და უსაფრთხო რეგიონი,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტთან შეხვედრამდე გენერალური მდივნის მოადგილე დეპუტატებს შეხვდა. პარლამენტის წევრებმა ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ, შიდა და საგარეო საფრთხეებზე გააკეთა აქცენტი "ევროპულმა საქართველომ".  "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა კი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ეგრეთწოდებული ნეიტრალიტეტის იდეას ეხება.

დღის ამბები