18 მაისი 2024,   15:40
ვრცლად
"პირადად გადავეცი გამოკითხვის შედეგები" - ინაშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ნეიტრალიტეტზე ისაუბრა

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის თქმით, ატლანტიკურ საბჭოსთან შეხვედრის დროს, მან „ნატოს“ გენერალურ მდივანს გამოკითხვების შედეგები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც ბათუმელების უმრავლესობა ე.წ ნეიტრალიტეტს ემხრობა.

„პირადად გადავეცი გენერალური მდივნის მოადგილეს ჩვენი გამოკითხვის შედეგები. 77 ათასი ბათუმელი გამოვკითხეთ და აქედან 69% მხარს უჭერს ავსტრია-შვეიცარია-ფინეთი-შვედეთის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელის განხორციელებას საქართველოში,“- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დღის ამბები